სირიის მეამბოხეთა ძალები დამსკოს ზოგიერთ რაიონში გააქტიურდნენ
სირიელ მეამბოხეთა ძალები დამასკოს ზოგიერთ რაიონში გააქტიურდნენ, სადაც უკანასკნელი თვეების მანძილზე ყველაზე დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობს. ამ იერიშებს სირიის მთავრობის მხარდამჭერი ძალების ძლიერი საარტილერიო თავდასხმები მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად დედაქალაქის მთავარი, აბასიდის მოედანი გადაიკეტა.
მოყვარული კამერით გაკეთებულ ვიდეო ჩანაწერზე ჩანს მეამბოხეთა მიერ სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანის ფაქტი. მოქმედება დამასკოსის ჯუბარის რაიონში ხდება. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, შეტევა მეამბოხეთა მრავალმიმართულებიანი ოპერაციის ნაწილია, რომელიც დამასკოსის სამხრეთით მიმდინარეობს.
თვითმხილველები თავის მხრივ იუწყებიან, რომ სამთავრობო ძალები ცდილობენ იერიშის მოგერიებას საარტილერიო ცეცხლის გახსნით. არსებობს ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ისტორიული აბასიდის მოედანი ამ დროისათვის გადაკეტილია, მის მახლობლად მიმდინარე ბრძოლების გამო.
სირიის თავისუფლების არმიამ გამოქვეყნა დეკლარაცია სადაც ნათქვამია, რომ ოთხშაბათის ბრძოლები „დამასკოსს განთავისუფლების საქმეში გადამწყვეტია“. ბრძოლებში მეამბოხეთა 6 ბრიგადა მონაწილეობს, მათ შორის ალ ყაიდასთან ასოცირებული ჯაბატ ალ ნუსრა, ნათქვამია განცხადებაში.
დამასკოსში ბრძოლების დაწყებამდე, მთავორბის უშიშროების შენობაზე თავდასხმის მიზნით, ქალაქ პალმირაში მანქანაში დამონტაჟებული ორი ბომბი აფეთქდა. აფეთქებას 12 სამხედრო სადაზვერვო სასახურის თანამშრომლის სიკვდილი მოჰყვა.
სახელისუფლებო ტელევიზიებით კი განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა. განცხადებაში ნაქთვამია, რომ აფეთქება მოხდა საცხოვრებელ რაიონში, რასაც მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი.
საერთაშორისო კრიზის ჯგუფის წარმომადგენლის პეტერ ჰერლინგის განცხადებით, დამასკოსში მეამბოხეთა გააქტიურება უკავშირდება ქალაქ დარაიადან ზეწოლის მოხსნას, რომელიც დამასკოს მახლობლად მდებარეობს და მეამბოხეთა მიერაა დაკავებული. ეს უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან მძიმე საარტილერიო თავდასმის ქვეშ იმყოფება.
პიტერ ჰარლინგის განცადებით, მიუხედავად იმისა, რომ დამასკოს ზოგიერთი რაიონიდან ასადის მხარდამჭერი არმიის უკან დახევის ცნობები არსებობს, მთავრობის ძალების კოლაფსი მოსალოდნელი არაა:
„ ასადის რეჟიმმა დაამტკიცა, რომ მისი არმია შეკრულ მებრძოლ ძალად ჩამოყალიბდა, ხოლო წარმოდგენა, რომ ხმელეთზე ის აგებს ბრძოლებს ნაწილობრივ ილუზიაა. შესაძლოა ხმელეთზე ასადის მთავრობა აგებს ეკონომიკურად, პოლიტიკურად, მორალურად, თუმცა რაც შეეხება სამხედრო კუთხით, ის ამ ფრონტზე ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია.“
ჰარლინგი ასევე ხაზს უსვამს ასადის განკარგულებაში არსებული ადამიანური რესურსების მოცულობას და დედაქალაქში სამხედრო არსენალის დიდი მარაგის არსებობას. ამასთან ასადის მხარდამჭერი არმია კვლავ ინარჩუნებს დიდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებს.
კონფლიქტის მოლაპარაკებით გადაწყვეტის ინიციატივას, რომელიც ოპოზიციის ლიდერს მაუზა ალ ხატიბს ეკუთვნის, ოპოზიციურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სირიის ოპოზიციური ეროვნული საბჭოს განცხადებით, მალე გაიმართება შეხვედრა, სადაც ეს შეთავაზება განიხილება.