ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა დუმილი დაარღვია


დამასკო ისრაელს სამხედრო კვლევითი ნაგებობის დაბომბვაში ადანაშაულებს, საერთაშორისო მედია კი აცხადებს, რომ ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ავტოკოლონა დაბომბეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განცხადება გააკეთა, რომელის არაპირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ გასულ კვირას სირიაში განხორციელებული საჰაერო იერიში შეიძლება ისრაელის მიერ ყოფილიყო განხორციელებული.

დამასკომ ისრაელს ბრალი დასდო სამხედრო კვლევითი ნაგებობის დაბომბვაში, ხოლო საერთაშორისო მედია კი აცხადებს, რომ ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ავტოკოლონა დაბომბეს, რომელსაც სავარაუდოდ ლიბანში დაფუძნებული ისლამისტური დაჯგუფება ჰეზბოლასთვის რუსული წარმოების ანტი-საჰაერო რაკეტები მიჰქონდა.

მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბარაკმა განაცხადა, რომ ისრაელმა არაერთხელ გააფრთხილა მეზობელი ქვეყანა, რომ ტერორისტული დაჯგუფებებისთვის დახვეწილი სამხედრო შეიარაღების გადაცემა წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთასაც ისრაელი არ დაუშვებს.

„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ფუჭ განცხადებებს არ ვაკეთებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლიბანში დახვეწილი სამხედრო ტექნოლოგიები არ უნდა შევიდეს.“

დამასკოში, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმა იმის მტკიცებულებაა, რომ თელ ავივი სხვა ქვეყნებთან ერთად სირიის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით.

სირიასთან ურთიერთობის დაძაბვა ისრაელში ახალი მთავრობის ფორმულირებას ემთხვევა, რომელიც 2 კვირის წინ გამართული არჩევნების შემდეგ დაიწყო.
პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სირიაში არსებული დახვეწილი სამხედრო ტექნოლოგიის მარაგი დიდ საშიშროებას წარმოადგენს.

ნეთანიაჰუ პრემიერ მინისტრის პოსტზე მესამე ვადით აირჩიეს. საპარლამენტო კოალიციასთან გამართულ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ისრაელისთვის უმთავრესი საფრთხე ირანიდან მოდის.

მისი თქმით, ახალი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ირანისთვის ბირთვული ბომბის შემუშავებაში ხელის შეშლა იქნება. ირანი კი აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მშხოლოდ მშვიდობიანი დანიშნულებისთვის აქვს. თელ ავივს კი მიაჩნია, რომ ირანის ბირთვული ამბიცია ისრაელს ექსისტენციალურ საფრთხეს უქმნის და რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს თეირანის ბირთვული ნაგებობების წინააღმდეგ პრევენციულ იერიშს.

კვირას გაკეთებულ განცხადებაში ნეთანიაჰუ პალესტინელების თემაზე შედარებით რბილი ტონით საუბრობდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებები განახლდება, რომლებიც უკვე მე-4 წელია ჩიხშია შესული აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის მიერ მშენებლობების განახლების გამო.
XS
SM
MD
LG