ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა სირიაში საჰაერო იერიშის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა, თუმცა პირდაპირ არ მიუნიშნებია ისრაელმა განახორციელა თუ არა ეს იერიში.
ამერიკისა და რეგიონალური უსაფრთხოების ძალების განცხადებით, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავმა სირიიდან ლიბანში მიმავალი ავტოკოლონა დაბომბა, რომელსაც სავარაუდოდ გასამხედროებული ჯგუფი ჰეზბოლასთვის ანტი-საჰაერო რაკეტები მიჰქონდა.
ეჰუდ ბარაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ოპერაციით გამოჩნდა, რომ ისრაელი განცხადებებს ფუჭად არ აკეთებს. მისი თქმით, თელ ავივმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ლიბანში დახვეწილი სამხედრო ტექნოლოგიის შეტანას.
სირიის მედია კი აცხადებს, რომ განადგურებული ავტოკოლონა სირიის ჯამრაიას სამხედრო კვლევით დაწესებულებასი მიდიოდა, რომელიც დამასკოსთან ახლოს მდებარეობს. სირიის ელჩმა ლიბამში განაცხადა, რომ სირიას „არჩევანი“ აქვს „მოულოდნელი“ რეაგირება გააკეთოს ისრაელის სავარაუდო თავდასხმაზე.