დამასკოში ბომბი აფეთქდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ბომბის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ბრიტანეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის განცხადებით, აფეთქება ქაბონის უბანში მოხდა, სადაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა.

პარალელურად, ლიბანში ანტი-სირიული იდეოლოგიის მქონე ცნობილი სასულიერო პირის დაკრძალვა გაიმართა, რომლის დროსაც პროცესიის მონაწილე ასობით შეიარაღებულმა ადამიანმა ჰაერში გახსნა ავტომატის ჯერი. სირიასთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად ლიბანში ორი ადამიანი გარდაიცვალა და ათობით პირი დაშავდა.