დღეს საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ 4 აპრილს, ჩრდილოეთ სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის ანალიზი აჩვენებს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ზარინის გამოყენებაზე პასუხისმგებელი, სირიის მთავრობა იყო.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან მარკ ეროუმ განაცხადა, რომ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იციან, ზარინის ნიმუშები სირიის ლაბორატორიების მიერ შემუშავებული მეთოდით იყო შექმნილი. მან თქვა: „ეს მეთოდი რეჟიმის ხელწერაა და საშუალებას გვაძლევს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მას დავაკისროთ.“
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ან სხვა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ზარინის ფლობის ფაქტი ცნობილი არ არის და თეორიები იმის შესახებ, რომ თავდასხმა მეამბოხეებმა მოაწყეს, არადამაჯერებელია.
რუსეთმა განაცხადა, რომ ფრანგული ანგარიში გადაწყვეტით ვერ ამტკიცებს, თუ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ვინ არის და სიმართლის დადგენის ერთადერთი გზა, მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიებაა.