დღეს დილით, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა სირიის სამხედრო ბაზა დაბომბეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ მიიღო. ქიმიური თავდასხმა, რომელსაც დაახლოებით 100 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებს დაბრალდა.
ეს, სირიის სამთავრობო ძალებზე შეერთებული შტატების პირველი პირდაპირი თავდასხმაა.
რუსეთმა, რომელიც ასადის მთავრობას ჯარებს და საჰაერო მხარდაჭერას აწვდის, ამერიკის სამხედრო ქმედება დაგმო და მას „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია“ უწოდა.
რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ სირიის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ, შეერთებულ შტატებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს დროებით აჩერებს.
Facebook Forum