დღეს დილიდან იბომბებოდა მაარეტ ალ-ნუმალის მიმდებარე ტერიტორია
სირიელი აქტივისტები აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალებმა სტრატეგიული ქალაქი დაბომბეს, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მეამბოხეებს კონტროლს ექვემდებარებოდა.
ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორიის განცხადებით, დღეს დილიდან იბომბებოდა მაარეტ ალ-ნუმალის მიმდებარე ტერიტორია. ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ეს ქალაქი იდლიბის პროვინციაში მდებარეობს და ალეპოსა და დამასკოს დამაკავშირებელი სახმელეთო ტრანსპორტის მთავარი მაგისტრალი ამ ტერიტორიაზე გადის.
ასევე, ბრძოლები გრძელდება დამასკოში, სადაც სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი კვლავ მატულობს. გაეროსა და არაბული ლიგის დესპანმა სირიის კონფლიქტში ლახდარ ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ კონფლიქტი რომელიც უკვე 19 თვე გრძელდება, ყოველდღიურად უარესდება.