ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის კრიზისი დღითიდღე უარესდება


თურქეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ალეპოსკენ მიმავალ სომხურ თვითმფრინავს დაჯდომა აიძულეს

გაეროს და არაბული ლიგის წარმომადგენელმა სირიაში ირანის ხელისუფლებას მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეუწყოს ხელი მოახლოებულ მუსულმანურ დღესასწაულთან დაკავშირებით.

ლახდარ ბარჰიმის განცხადებით, სირიის კრიზისი დღითი დღე უარესდება და სისხლისღვრა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ეს განცხადება ბატონმა ბრაჰიმიმ ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალი აკბარ სალეჰისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მუსულმანური დღესასწაული - ედი ალ-ადჰა მომავალ კვირას იწყება.

დღეს თურქეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ალეპოსკენ მიმავალ სომხურ თვითმფრინავს დაჯდომა აიძულეს მისი ტვირთის შემოწმების მიზნით.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ტვირთი ჰუმანიტარული დახმარებისგან შედგებოდა და თვითმფრინავს ალეპოში გაფრენის საშუალება მისცეს.
XS
SM
MD
LG