ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია თურქეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს


სირიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება თურქეთის ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ მიიღო

სირიის საჰაერო სივრცე თურქული სამგზავრო თვითმფრინავებისთვის დაიკეტა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შაბათს საღამოს შევიდა და თურქეთის მიერ მანამდე ანალოგიურ ნაბიჯზე საპასუხო რეაქცია გახდა.

სამი დღით ადრე კი ადგილი ჰქონდა თურქეთის მიერ მოსკოვიდან დამასკოსში მიმავალი სირიის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დასმას ანკარას აეროპორტში. თურქეთის მხარე აცხადებდა, რომ თვითმფრინავს საბრძოლო აღჭურვილობა გადაჰქონდა ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერი სამთავრობო ძალებისთვის, რაც ოფიციალურმა დამასკომ უარყო.

XS
SM
MD
LG