ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სამოქალაქო მსხვერპლი იზარდება


ასობით ათასმა სირიელმა საკუთარი ქვეყანა დატოვა

სირიის სამთავრობო ძალების მიერ საჰაერო რეიდების გააქტიურებასთან ერთად სამოქალაქო მსხვერპლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასობით ათასმა სირიელმა საკუთარი ქვეყანა დატოვა და სამოქალაქო ომს თავი სახვაგან შეაფარა. ლტოლვილი სირიელების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და მეზობელ ქვეყნებში ლტოლვილთა ბანაკები მაქსიმალურ ზღვარსაც აღწევს.
თუმცა, ქვეყნის დატოვება ყველას ვისაც სამშვიდობოს უნდა გასვლა არ შეუძლია ან არ სურს.

დამასკოში მდებარე დუმარის ცენტრი სირიის მთავრობის მიერ ორგანიზებული თავშესაფარია, რომელშიც ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერები მოხალისეებად მუშაობენ. ამერიკის ხმის კორესპონდენტ ელიზაბეთ აროტს, რომელმაც ეს რეპორტაჟი დამასკოდან მოგვაწოდა, ერთ-ერთი მოხალის, რომელიც ამავდროულად სირიის მთავრობის ოფიციალური პირიც იყო, სულ თან ახლდა. უცხოელების დანახვაზე, ცენტრში მყოფი ბავშვები ბაშარ ალ ასადისთვის ხოტბის შემსხმელ პატრიოტულ სიმღერებს მღერიან.

თავშესაფარში მყოფ ადამიანებთან საუბრისას ერთი რამ გამოიკვეთა, ისინი ომით დაიღალნენ.

მუჰამედ ტურკემანი დუმარში მისვლამდე ალეპოში მუშაობდა. ის ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ არც იცის ვისი ნასროლი ტყვიით დაიჭრა, რადგანაც ის და მისი ოჯახი სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ცეცხლის გაცვლისას შუაში აღმოჩნდნენ.

“შეიარაღებული ადამიანების დანახვის შემდეგ, თვითმფრინავებმა მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. იმ დაბომბვის დროს ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა.”
ცენტრში მას საკვებით და ტანისამოსით უზრუნველყოფენ. დუმარში მყოფ დევნილებს მიაჩნიათ, რომ მთავრობა სიტუაციას აკონტროლებს.

ცენტრის მოხალისე საფი აიუში ავსტრალიელი სირიელია:
“მე ბევრი მეგობარი მყავს ავსტრალიაში, რომელბიც მეკითხებიან თუ რატომ ვცხოვრობ აქ. მეუბრნებიან რომ დავტოვო ქვეყანა და სამშვიდობოს გავაღწიო. მე მათ ვპასუხობ ხოლმე, რომ აქ სიტუაცია უსაფრთხოა. ორი თვის წინ ცოლი მოვიყვანე და ქორწილიც კი გადავიხადე.”

აიუში დარწმუმებულია, რომ პრეზიდენტი ასადი მომდევნო არჩევნებში გაიმარჯვებს. მის კოლეგას კი მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ერთ კაცს მოერგაოს, ყველამ სირიის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს.

“ეს ჩემი სამსახურია. როცა მე მოხალისედ ვმუშაობ ვეხმარები ყველა სირიელს. ალბათ, შენიშნეთ, რომ მაისურზე პრეზიდენტის ფოტო კი არ მახატია, არამედ სირიის რუკა.”

სირიელები ცვლილებებს ელიან, თუმცა მათი სწრაფად განხორციელების იმედი არავის აქვს.
XS
SM
MD
LG