არაბული ქვეყნების ლიგისა და დასავლეთის სახელმწიფოების არაერთმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა და დირიის პერზიდენტი ბაშარ ალ ასადი თანამდებობიდან არ გადადგა. ეს ფაქტი ბევრ კითხვას ბადებს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სირიასა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის.
მიუხედავად საერთაშორისო ძალისხმევისა, სირიიდან გამოსული ინფორმაცია და გამოსახულებები შემაშფოთებელია მათი ძალადობის ხარისხისა და მასშტაბურობის გამო.
ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ძალადობის გაგრძელებასთან ერთად მატულობს იმისი შესაძლებლობაც, რომ ასადმა დაკარგოს რეფორმების გატარების რეალური შანსი. სამოქალაქო მსხვერპლის მატებასთან ერთად, იზრდება მოსახლეობაში ასადის წინააღმდეგ არსებული შეხედულებაც, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ქვეყანაში ახალი ლიდერის მოთხოვნის შესაძლებლობა გააჩნინოს.