ხუთშაბათ საღამოს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კოვიდ-19-თან ბრძოლის ახალი გეგმა წარადგინა. გეგმის მთავარი ნაწილია მოსახლეობის ნაწილისთვის ვაქცინაციის სავალდებულო წესის შემოღება.
ასევე ნახეთ: დელტა ვარიანტმა თამაშის წესები შეცვალაბაიდენის გეგმის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება 100 მილიონამდე ამერიკელს, ვინც ფედერალურ, თუ კერძო სექტორშია დასაქმებული. იგივე ეხება სამედიცინო სფეროში მომუშავე და ფედერალური სააგენტოებში კონტრაქტით მომუშავე ადამიანებს. ბაიდენის ადმინისტრაცია დღეს ასე ცდილობს კოვიდ-19-ის პანდემიას ებრძოლოს.
თეთრ სახლში ვაქცინაციისა და კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს, პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა მილიონობით ამერიკელი, რომელიც ჯერ კიდევ არაა აცრილი, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები უკვე დიდი ხანია ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. შედეგად კი მთელ რიგ შტატებში საავადმყოფოები გადატვირთულია და პაციენტებზე უარის თქმა უწევს.
"მომთმენები ვიყავით, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. თქვენმა უარმა სიცოცხლეები შეიწირა",- თქვა პრეზიდენტმა. ბაიდენის თქმით, აუცრელ მოსახლეობას "შეუძლია ძალიან დიდი ზიანის მიყენება და ისინი ამას აკეთებენ".
პრეზიდენტმა გააკრიტიკა ზოგიერთი რესპუბლიკელიც, რომელიც პირბადეების ტარებისა და ვაქცინაციის წინააღმდეგია.
ასევე ნახეთ: "ფაიზერი" ე.წ. ბუსტერის დამტკიცებასთან ახლოსაა, "მოდერნა" ცოტა ჩამორჩებაახალი წესების მიხედვით, დაწესებულებებმა, სადაც 100-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, თავის თანამშრომლებს ვაქცინაცია, ან ყოველ კვირას კორონავირუსზე ტესტის გაკეთება უნდა მოთხოვოს. ეს წესი დაახლოებით 80 მილიონ ამერიკელს შეეხება. ვაქცინაცია სავალდებულო ხდება დაახლოებით 17 მილიონი ადამიანისთვისაც, ვინც ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს.
ბაიდენის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია სავალდებულო იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ კონტრაქტორებისთვის, ვინც მათთან მუშაობენ. აცრის ნაცვლად ყოველ კვირას ტესტის გაკეთების ალტერნატივა მათთვის არ იარსებებს.