ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის "ასტრაზენეკას" მიერ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოპარვას ჩრდილოეთ კორეა ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ანონიმურ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ჰაკერების სამიზნე ვაქცინა იყო და მათ ამისთვის "ლინკდინისა" და "ვოთსაფის" პლატფორმები გამოიყენეს.
კერძოდ, ჰაკერებმა პლატფორმებზე ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლებს სამსახურები შესთავაზეს და დოკუმენტაცია გაუგზავნეს, რომლის გახსნის შემდეგაც მათ მოიპოვეს წვდომა შიდა ქსელზე და ვაქცინის შემადგენლობის მოპარვა სცადეს, თუმცა შეღწევა კომპანიამ მალევე დააფიქსირა და ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების მისია წარუმატებლად დასრულდა. როგორც "როიტერი" ამბობს, წარუმატებელი მისიის შესახებ მათი ინფორმაცია ერთმა წყარომ დაადასტურა.
ასევე ნახეთ: აშშ, პოტენციური ინფიცირების შემდეგ იზოლაციის დროის შემცირების საკითხს განიხილავსსააგენტო "როიტერის" ჟურნალისტები ჟენევაში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მიმართეს კითხვით, თუმცა, დასმული კითხვები უპასუხოდ დარჩა. წარმომადგენლობას კომენტარი არ გაუკეთებია. კომენტარი არ გააკეთეს ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიაში "ასტრაზენეკაში".
ანონიმური წყაროების ინფორმაციით, კოდი რომელის გამოყენებითაც კომპანიის ჰაკერები მუშაობდნენ ადრეც არაერთხელ არის დაფიქსირებული და ამერიკელი სპეციალისტების ინფორმაციით ის ჩრდილოეთ კორეის ჰაკერების ჯგუფს ეკუთვნის. აქამდე, დამნაშავეთა ჯგუფის მთავარი სამიზნე თავდაცვის კომპანიები და მედიაორგანიზაციები იყო.
ასევე ნახეთ: სამი ვაქცინის მახასიათებლები - ეფექტიანობა, უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, მიწოდებაბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წამლების მწარმოებლების კომპიუტერულ დანადგარებზე ჰაკერული თავდასხმები, კერძოდ საუბარია ისეთ კომპანიებზე, რომლებიც კოვიდ19-ის ვაქცინებზე მუშაობენ. ამ გზით სხვადასხვა ქვეყნები ცდილობენ წარმატებული კომპანიებისგან მოიპარონ მონაცემები. ასეთი შემთხვევა ვაქცინის მუშაობის საწყის ეტაპზე რუსი ჰაკერების მხრიდანაც გამოვლინდა. მაშინ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ დამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს და სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში სამი წარმატებული კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ერთ-ერთი სწორედ ამერიკული "ასტრაზენეკას" მიერ არის შექმნილი. მსოფლიოს ქვეყნები ახლა ცდილობენ, რომ ვაქცინის საბოლოო დადასტურების შემდეგ, პირველები იყვნენ ვინც ვაქცინის შეძენას მოახერხებენ. თითქმის ყველა ქვეყანაში ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის შესაბამისი ტექნიკის მობილიზება ხდება, რადგან კოვიდ19-ის ვაქცინების გადასაზიდად სპეციალური ნორმები უნდა იყოს დაცული, რათა მან ეფექტურობა არ დაკარგოს.