ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამი ვაქცინის მახასიათებლები - ეფექტიანობა, უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, მიწოდება


მას შემდეგ რაც ორშაბათს, 23 ნოემბერს ფარმაცევტულმა კომპანია „AstraZeneca” -მ საკუთარი ვაქცინის 90%-იანი ეფექტიანობის შესახებ განაცხადა, მსოფლიოს სამი კანდიდატი ვაქცინა აქვს, რომელიც პანდემიის შემსუბუქების იმედად იქცა.

გასულ კვირას, ბიოტექნოლოგიურმა კომპანია „Moderna“-მ და „Pfizer”-მა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინები მზად არის აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციისგან, გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვის მისაღებად.

ეფექტიანობა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სამივე ვაქცინა ძალიან ეფექტიანია. თავდაპირველად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მისაღებად, 50%-ზე მეტი ეფექტიანობის ზღვარი დაუწესა. თუმცა, ამ ზღვარს სამივე მათგანი ბევრად აჭარბებს. მაქსიმალური ეფექტიანობისთვის კი 2 დოზის მიღებაა საჭირო.

„Pfizer“ - სა და „Moderna“-ს ვაქცინებმა, კლინიკურ კვლევებში 95% ეფექტიანობა აჩვენა.

„AstraZeneca” – ს კანდიდატი ვაქცინა, 90%-ზე მეტ ეფექტიანობას აჩვენებს. თუმცა, ერთი დოზის მიღების შემდთხვევაში, მისი ეფექტიანობა 62%-ია.

როგორ მუშაობს ვაქცინა განსხვავებულ ასაკობრივ, ან ეთნიკურ ჯგუფებში, კომპანიებს ამის შესახებ დეტალური მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

უსაფრთხოება

ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატი ვაქცინის მწარმოებელ არც ერთ კომპანიას, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ არ უსაუბრია.

„Pfizer“– ისა და „Moderna“– ს ვაქცინების შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იყო მკლავების ტკივილი, რომელიც ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, სიცხეები და დაღლილობა.

„AstraZeneca“ – ს თქმით, უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები არ გამოვლენილა, მაგრამ კომპანიას დეტალები არ გაუვრცელებია.

კომპანიამ, ვაქცინის გამოცდის პროცესი ორჯერ შეაჩერა, რადგან კვლევის ორ მონაწილეს სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები შეექმნა. კვლევის უსაფრთხოების საბჭომ მაშინ განაცხადა, რომ ამ მოვლენებს ვაქცინასთან კავშირი არ ჰქონია.

ხელმისაწვდომობა

ნაადრევად ხელმისაწვდომი ყველაზე მეტი დოზა, შესაძლოა, „AstraZeneca”- ს ჰქონდეს.

„Pfizer“ აცხადებს, რომ ამ წლის ბოლოსთვის, მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ დოზას გამოიმუშავებს. 2021 წელს კი 1.3 მილიარდ დოზას გამოუშვებს.

„Moderna“ მიმდინარე წელს, მიზნად ისახავს აშშ-ისთვის 20 მილიონი დოზის მიწოდებას. გლობალური მიწოდების მასშტაბი, კომპანიის გეგმის მიხედვით, 2021 წლიდან, 500 მილიონიდან, 1 მილიარდამდე დოზა იქნება.

მიწოდება

„AstraZeneca“ – ს ვაქცინის დისტრიბუცია და შენახვა ყველაზე მარტივია. მისი შენახვა მაცივარში მინიმუმ 6 თვის განნმავლობაში შეიძლება.

„Moderna“ -ს და „Pfizer“– ის ვაქცინები გრძელვადიანი შენახვისთვის გაყინვას საჭიროებს. „Pfizer“ – ს სჭირდება სპეციალური ულტრა ცივი საყინულეები, რომლებიც აკადემიური სამედიცინო ცენტრების გარეთ ხშირად ხელმისაწვდომი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG