ქაბულის დიპლომატიურ უბანში აფეთქება მოხდა

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 8 ადამიანი დაიღუპა. გაცილებით ბევრია დაჭრილი და დაშავებული - აცხადებს ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.

პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც ქაბულის დიპლომატიურ ზონაში მოხდა, ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია. მსგავს აფეთქებებს ავღანეთში უმეტესად დაჯგუფება თალიბანის სახელით აწყობენ.