სუდანი ომის ზღვარზე

სუდანის პარლამენტმა სამხრეთ სუდანი მტრად გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პარლამენტის ამ დადგენილების შემდეგ, სამხრეთ სუდანის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა რომ მისი ქვეყანა სუდანის მტერი არ არის. თუმცა, სუდანის მმართველი პარტის ლიდერის რაბი ობეიდის განცხადებით ორი ქვეყანა ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ სუდანი არ სცემს პატივს 2005 წლის სამშვიდობო შეთანხმებას რომლის საფუძველზეც ჩრდილეთსა და სამხრეთს შორის სამოქალაქო ომი დასრულდა. სამხრეთ სუდანმა კვირას, სუდანის ავიაციას თავის ტერიტორიის დაბომბვაში დასდო ბრალი, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.