გაეროს უშიშროების საბჭოში შეერთებულმა შტატებმა რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელიც სუდანის და სამხრეთ სუდანის მთავრობებს აფრიკის კავშირის სამშვიდობო გეგმის განხორციელებისკენ მოუწოდებს.
საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ამ ქვეყნებს ეკონომიკური სანქციები დაუწესდებათ.
აფრიკის კავშირის გეგმის მიხედვით, სუდანის და სამხრეთ სუდანის მთავრობებმა სამი თვის განმავლობაში უნდა მოაგვარონ სადავო პრობლემები.