პომპეო: ყირიმი უკრაინაა და მსოფლიოს არ ავიწყდება რუსეთის ცინიკური ტყუილები

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 5 წლის წინ უკრაინაში განხორციელებულ რუსეთის აგრესიას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

"რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნჩულის ოკუპაციამ გაამწვავა რუსეთის აგრესია და მისი ესკალაცია მოახდინა. რუსეთმა სცადა საერთასორისო წესრიგის თავდაყირა დაყენება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევითა და ჩვენი საერთო უსაფრთხოების შესუსტებით", - ვკითუხლობთ სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს თებერვალს გავრცელდა.

აქვე ნათქვამია, რომ "მსოფლიოს არ დავიწყებია რუსეთის ცინიკური ტყუილები" იმის შესახებ, როგორ ცდილობდა ის უკრაინის ტერიტორიის ანექსიის შენიღბვას. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთის მიერ მშვიდობიანი მეზობლის მიმართ ძალის გამოყენება შეუწყნარებელი და უპატიებელი იქნება სხვა პატივსაცემი სახელმწიფოების მხრიდან. შეერთებული შტატები კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ურყევ პოზიციას: ყირიმი არის უკრაინა და უნდა დაბრუნდეს უკრაინის კონტროლის ქვეშ.

მაიკ პომპეოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს აწუხებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყირიმში განხორციელებული რეპრესიები. განცხადების თანახმად, გასული ხუთი წლის განმავლობაში, რეჟიმი გამუდმებით ავიწროვებდა ოპოზიციურ ძალებს, აპატიმრებდა აქტივისტებსა და ოპოზიციონერებს და გადასცემდა მათ მოსკოვს, ამით კი საბოლოოდ აძლიერებდა ნახევარკუნძულზე კონტროლს.

შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გაათავისუფლოს ყველა უკრაინელი, მათ შორის ყირიმელი თათრების წარმომადგენლები, რომლებიც მათი მშვიდობიანი, საწინააღმდეგო აზრის გამოხატვისთვის დააპატიმრეს. ესენი არიან: ოლეგ სენცოვი, ოლეკსანდრ კოლჩენკო, ვოლოდიმირ ბალუხი, რუსლან ზეიტულაიევი და 70-მდე სხვა ადამიანი.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობა და დაასრულოს ყირიმის ოკუპაცია, ამავე დროს შეასრულოს ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის წინაშე.

გასული წლის 25 ივლისს "ყირიმის დეკლარაციაში" შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გაანცხადა, რომ ის არ აღიარებს კრემლის მიერ დამოუკიდებლად გამოცხადებული ყირიმის სუვერენიტეტს.

"ამერიკა ასევე გმობს რუსეთის უკანონ ქმედებებს ყირიმში და მის განგრძობით აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. აშშ ძალაში ტოვებს რუსეთის მიმართ სანქციებს, სანამ რუსეთის ხელისუფლება არ დაუბრუნებს უკრაინას ყირიმზე კონტროლს და სრულად არ შეასრულებს მინსკის ხელშეკრულებას. შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში", - ვკითუხლობთ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.