ამერიკის შეერთებული შტატებიდან გერმანიაში გათხევადებული გაზის პირველი ტანკერი ჩავიდა. ეს რეგულარული პროცესი იქნება და ეს იმ უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რა გზითაც გერმანია რუსულ გაზს ჩაანაცვლებს.
ტანკერი სახელად „მარია ენერჯი“ ამერიკიდან ქალაქ ვილჰელმშავენში ჩავიდა, სადაც სპეციალური ტერმინალი გერმანიამ რეკორდულ დროში ააშენა და ის 2022 წლის დეკემბერში კანცლერმა ოლაფ შოლცმა გახსნა. ამ ტერმინალებში ის კვლავ გაზად უნდა აქციონ.
გერმანიამ გათხევადებული გაზის ტერმინალებიც მშენებლობის პროცესი მას შემდეგ დააჩქარა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. გერმანია ცდილობს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შეამციროს და თავიდან აიცილოს ენერგო დეფიციტი. ანალიტიკოსები და ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს.
ასევე ნახეთ: ბრაზილია "ფეხბურთის მეფეს" ეთხოვებაგერმანიამ შეცვალა გაცხადებული პოლიტიკა ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შეწყვეტის თაობაზეც და სამივე მათგანის ფუნქციონირების ვადა 2023 წლის აპრილამდე გაზარდა. ასევე დროებით განაახლა ნავთობისა და ქვანახშირის ელექტროსადგურების მუშაობაც. მიღებულ ელექტროენერგიას გერმანია საფრანგეთს გაუნაწილებს, თავის მხრივ პარიზი კი ბერლინს ბუნებრივ აირს მიაწვდის.
გერმანიის გაზის რეზერვები წლის დასაწყისში 90%-ზე მეტად შეივსო, რადგან ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილში ამ სეზონისთვის უჩვეულოდ თბილმა ტემპერატურამ გათბობის გამოყენებაზე მოთხოვნა შეამცირა.