ათასობით ოფიციალური პირი და კომპანიის აღმასრულებელი იკრიბება სანქტ-პეტერბურგში ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც მოსკოვი „რუსულ დავოსად“ მოიხსენიებს. შეხვედრა პანდემიის მიუხედავად პერსონალურად გაიმართება.
ფორუმს სიტყვით პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც მიმართავს. წლების განმავლობაში, რუსეთ სანქტ-პეტერბუგის ფორუმს იყენებდა საგარეო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკური პოლიტიკის განსახილველად და იმიჯის შესაქმნელად, რომ ქვეყანა ღიაა ბიზნესისთვის. გასულ წელს ფორუმი პანდემიის გამო გაუქმდა. წელს მასზე დასასწრებად, კოვიდ-19-ის ნეგატიური ტესტს მოითხოვენ.
ასევე ნახეთ: რუსეთი არქტიკაში სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავსსამშაბათს სანქტ-პეტერბურგში კოვიდ-19-ის 817 შემთხვევა დაფიქსირდა და უკანასკნელ 24 საათში 38 ადამიანი გარდაიცვალა. ვაქცინაციის პროცესი რუსეთში ნელა მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კოვიდ-19-ის ვაქცინის "სპუტნიკ V"-ის ექსპორტს აქტიურად ახდენს. ჯანდაცვის სამინიტროს განცხადებით, 144 მილიონიდან, ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ამ დრომდე 17-მა მილიონმა მიიღო.
2-5 ივნისს დაგეგმილ ფორუმში მონაწილეობას 130 ქვეყნის წარმომადგენლები და 1200 კომპანია მიიღებს, აცხადებენ ორგანიზატორები.
ასევე ნახეთ: სამიტის წინ რუსეთი სამხედრო მობილიზაციის გაზრდაზე საუბრობსპუტინი ფორუმს პირადად დაესწრება. მაღალი დონის გამომსვლელებს შორის ყატარის ემირი შეიხი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი და ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი არიან. კურცი კონფერენციას ონლაინ მიმართავს.
დასავლეთში ბევრმა ფორუმს ზურგი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ აქცია. თუმცა ქვეყნების და კომპანიების ნაწილი მას დაუბრუნდა, მათ შორის, ფრანგული ენერგო კომპანია „ტოტალი“, ყატარის ავიახაზები და საუდის არაბეთის პრინცი, ენერგეტიკის მინისტრი, აბდულაზიზ ბინ სალმანი.