თუ ევროკავშირი ბელარუსში თვითმფრინავის იძულებით დაშვებისა და დისიდენტი ბლოგერის დაკავების გამო მინსკს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, რუსეთი ბელარუსს დაიცავს და დაეხმარება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომაგენლის განცხადებას, სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ევროპის ბევრმა ქვეყანამ, „რაინეარის” ინციდენტის გამო, ბელარუსის ცაზე ფრენები აკრძალა. ახლა ევროკავშირი შემდგომ სანქციებზე მუშაობს.
ლუკაშენკოს რეჟიმმა 23 მაისს ავიახაზ "რაინეარის" თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიემართებოდა და ბელარუსის ცაზე ქვეყნის ფარგლების დატოვებამდე რამდენიმე წუთიღა ჰქონდა დარჩენილი, მინსკში დაშვება აიძულა. სამართალდამცავებმა ბორტზე მყოფი ბლოგერი, რამან პრატასევიჩი დააკავეს.
პრატასევიჩს ბრალი აგვისტოს არჩევნების შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ედება, რაც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. დააკავეს მისი თანმხლები, 23 წლის რუსი სტუდენტიც.
Facebook Forum