ესპანეთის ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობების უწყების ხელმძღვანელმა ფერნანდო საიმონმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ პარასკევს, ესპანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 188,068-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის უწყებამ, ხუთშაბათიდან პარასკევამდე 5252 ახალი შემთხვევა აღმოაჩინა, რაც 2.9 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.
ესპანეთმა ნაწილობრივ შეამსუბუქა კარანტინი და ზოგიერთი საქმიანობის აკრძალვა, მათ შორის მშენებლობის და წარმოების სექტორში, რომელსაც 13 აპრილიდან მუშაობის განახლების ნებართვა მისცეს, მაგრამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კარანტინი ძალაში რჩება. მაღაზიები, ბარები და საზოგადოებრივი ადგილები, სულ მცირე 26 აპრილამდე დაკეტილი რჩება.