ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთი და ავსტრია კარანტინის ზომებს ამსუბუქებენ, ჯანმო კი ამბობს, რომ პიკი ჯერ ისევ წინაა


ესპანეთი და ავსტრია საკუთარ მოქალაქეებს სამსახურში ნაწილობრივი დაბრუნების ნებართვას აძლევენ. ბრიტანეთი, საფრანგეთი და ინდოეთი კი კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებენ. ამ ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ გლობალურად კორონავირუსის პიკი ჯერ “ნამდვილად” არ ყოფილა.

კორონავირუსით დღეს მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, 119,200 ადამიანი კი გარდაიცვალა. დაავადების ეპიცენტრი ამჟამად შეერთბული შტატებია, სადაც კოვიდ-19-მა უკვე 23,568 ადამიანი მოკლა.

ჯანმოს ინფორმაციით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთსა და იტალიაში, ახალი დაინფიცირების შემთხვევები კლებულობს, მაგრამ სხვა ქვეყნებში მონაცემები მატულობს, მაგალითად დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში.

“მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების 90 პროცენტი ევროპასა და შეერთებულ შტატებზე მოდის. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად არ გვინახავს პიკი,” თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG