ესპანეთი შეზღუდვების შემსუბუქებას მაისის მეორე ნახევრიდან გეგმავს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ მაისის მეორე ნახევარი მისი ქვეყნისთვის შესაძლოა "დეესკალაციის ჰორიზონტი" იყოს. ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად მიღებული ზომების შემსუბუქებას გეგმავენ.

ოთხშაბათს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, მან ამჟამინდელი ზომების 9 მაისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა დ აპარლამენტს ამ გადაწყვეტილების დამტკიცება სთხოვა და აქვე განმარტა, რომ ზომების შემსუბუქება ნელი და თანმიმდევრული, ეტაპობრივი პროცესი იქნება.

ჯანდაცვის სპეციალისტები მთელ მსოფლიოში აფრთხილებენ ხელისუფლებებს, რომ ფრთხილად მოეკიდონ შეზღუდვების შემსუბუქებას ბიზნესებთან და საჯარო ცხოვრებასთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, ზედმეტად სწრაფად მოქმედება ინფექციის თავიდან გავრცელებას და აფეთქებას გამოიწვევს.

ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. სადაც 208 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული და 21 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.