"სპეის-ექსის" რაკეტა დაშვების დროს აფეთქდა

კომპანია „სპერის-ექსის“ რაკეტის პროტოტიპი პლატფორმაზე დაშვების დროს აფეთქდა.

რაკეტის დიდი სიმაღლიდან ექსპერიმენტული გაშვება 2 თებერვალს, ტეხასში მდებარე „სპეის-ექსის“ კოსმოდრომიდან მოხდა. რაკეტის გაშვება და ფრენის სხვა ელემენტები ინციდენტის გარეშე შედგა.

ხომალდი, სახელწოდებით „სტარშიპ SN9”, დაშვების დროს აფეთქდა ისევე, როგორც ეს მისი წინამორბედის შემთხვევაში მოხდა. ორივე რაკეტა მძიმე ტვირთის კოსმოსში გადასატანი ხომალდითვის იყო განკუთვნილი. მილიარდერი გამომგონებელი ელონ მასკის კომპანია ცდილობს კოსმოსური ხომალდი შექმნას, რომელსაც ადამიანებისა და 100 ტონა ტვირთის გადატანა შეეძლება მთვარისა და მარსის მომავალ მისიებზე.