სირიაში სნაიპერები დემონსტრანტებს ესვრიან

სირიაში სნაიპერები დემონსტრანტებს ესვრიან

არაბული ლიგის თავკაცის განცხადებით, მიუხედავად დამკვირვებლების არსებობისა, სირიის ქლაქებში სნაიპერები და შეიარაღებული პირები კვლავ საშიშროებას წარმოადგენენ. ნაბილ ალ არაბი ქაიროში იმყოფება. მან მოუწოდა სირიის მთავრობას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ ქალაქებიდან გაყვანილია სამხედრო ძალა, სნაიპერები კვლავ განაგრძობენ ხალხის ხოცვას, ამასთან ძნელი დასადგენია ვინ ვის ესვრის.