ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგა ქაიროში შეიკრიბება


არაბული ლიგა ქაიროში შეიკრიბება
არაბული ლიგა ქაიროში შეიკრიბება

არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის საკითხზე მორიგი შეხვედრა შაბათს ეგვიპტეს დედაქალაქში გაიმართება. შეხვედრაზე სირიაში არაბული ლიგიის დამკვირვებელთა მისიის მოქმედების შედეგებს განიხილავენ. არაბული ლგის ხელმძღვანელმა ნაბილ ელ-არაბიმ განაცხადა, რომ დამკვირვებელთა ყოფნის მიუხედავად, სირიის ქალაქებში კვლავ გრძელდება სროლები და სნაიპერების მოქმედება. სირიის ოპოზიცია კი უკვე აკრიტიკებს არაბული ლიგის 70 კაციან სადამკვირვებლო ჯგუფს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ჯგუფის მისია წარმოადგენს საფარს პრეზიდენტ ბასარ ალ-ასადისთვის, რათა კვლავ განაგრძოს ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ მოქმედება. სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ.

ალან ჟუპეს თქმით, სირიაში შექმნილი ვითარება გარკვევას საჭიროებს და ამასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა იმოქმედოს. მისი განცხადებით, საბჭოს არ შეუძლია ჩუმად ყოფნა, ხოლო სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს მომავალი აღარ გააჩნია.

XS
SM
MD
LG