დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანაში რუსეთის სავარაუდო საჯაშუშო ქსელი გამოავლნა და ბოლო ორ წელში ბულგარეთის მეექვსე მოქალაქე დააკავა. დიდი ბრიტანეთის პროკურატურის ინფორმაციით, ლონდონში მცხოვრები 38 წლის ტიჰომირ ივანოვ ივანჩეის დაკავება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოხდა.
საგამოძიებო ორგანო ივანჩევს ბრალს შეთქმულებაში წაუყენებს. საქმე შეიძლება „დოკუმენტების ან ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების, ჩაწერის, გამოქვეყნების ან მესამე პირზე გადაცემის“ კუთხით წარიმართოს - ქმედება, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის.
ასევე ნახეთ: ევროკომისიის პრეზიდენტს რუსული აქტივების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენების ინიციატივა აქვსრაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ბულგარეთის ხუთი მოქალაქე, ბრიტანელმა სამართალდამცავებმა გასულ წელს ლონდონსა და ნორფოლკში დაკავა. დაკავებულები არიან: 46 წლის ორლინ რუსევი; 42 წლის ბიზერ ჯამბაზოვი; 32 წლის კატრინ ივანოვა და ივან სტოიანოვი და ვანია გაბაროვა, 29 წლის. ხუთივე დაკავებულს ბრალი შეთქმულებაში ედება, რაც გულისხმობს იმ ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად სასარგებლო იქნებოდა მტრისთვის, კერძოდ - რუსეთისთვის.
დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო ორგანო ამბობს, რომ ივანჩევი და ბულგარეთის კიდევ 5 მოქალაქე გარიგებული იყო ავსტრიის მოქალაქე იან მარსალეკთან და სხვა უცნობ პირებთან.
მარსალეკი, რომელიც გერმანიაში ბიზნესს ფლობდა, მოგვიანებით თაღლითობის სკანდალში გაეხვა და გაკოტრდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ის ახლა რუსეთში ცხოვრობს. დიდ ბრიტანეთს მისთვის ბრალი არ წაუყენებია.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სავარაუდოდ საჯაშუშო ქსელი დიდ ბრიტანეთში 2020 წლის აგვისტოდან 2023 წლის თებერვლამდე მოქმედებდა. გავრცელებული, თუმცა არაოფიციალური ცნობებით, რუსეთის ინტერესებისთვის მომუშავე დაკავებული 6 ადამიანიდან, სამს სხვა ქვეყნის პასპორტებიც ჰქონდა, მათ შორის ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის და სლოვენიის. ჯამბაზოვს, რუსევს და ივანოვს ასევე ჰქონათ საბერძნეთისა და ჩეხეთის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. სამივე პირს დოკუმენტების ფალსიფიკაციისთვის დამატებითი ბრალი აქვს წაყენებული.