თურქეთის დედაქალაქში მდებარე ამერიკის საელჩოსთან დღეს სროლის ხმა ისმოდა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ინციდენტში არავინ დაზარალებულა.
ახალი ამბების სააგენტო "იჰლასი" იტყობინება, რომ შეერთებული შტატების ნომერ მე-6 საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, დღეს დილით თეთრმა მანქანამ ჩაიარა, საიდანაც 4-5 ტყვია ისროლეს.
ანკარის პოლიცია მანქანას ეძებს. საელჩოს პრესსპიკერმა დეივიდ გეინერმა პოლიციას "სწრაფი რეაგირებისთვის" მადლობა გადაუხადა.