ფლორიდის სკოლაში შეიარაღებულმა ადამიანმა მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა

პარკლენდში, ფლორიდის შტატის ბროვარდის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში სროლის ინციდენტი დასრულდა. შერიფის განცხადებით, რომელიც პოლიციის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიცია სკოლის ტერიტორიაზე რჩება, თუმცა ინციდენტის შესახებ დამატებით დეტალებს ჯერ ჯერობით არ აცრცელებს.

დღეს პრეზიდეტნმა ტრამპმა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ამერიკელ ხალხს მიმართა. "მთელი ამერიკა დამძიმებული გულით ლოცულობს გარდაცვლილებისა და მათი ოჯახებისთვის" - თქვა ტრამპმა. "თქვენი მწუხარება ჩვენი ტვირთიცაა" , - განაცხადა ტრამპმა. "არცერთი ბავშვი, არცერთი მასწავლებელი არ უნდა იყოს საფრთხის ქვეშ ამერიკის სკოლაში. არცერთი მშობელი არ უნდა წუხდეს მათ გოგონებსა და ბიჭებზე... თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენ გუშინ დავკარგეთ, მთელი ცხოვრება წინ ქონდა",- განაცხადა მან. "ჩვენი ადმინისტრაცია მუშაობს სამართალდამცავ ორგანოებთან, რომ მოხდეს მომხდარის სრულყოფილი გამოძიება"

ტრამპმა, მიმართვამდე "ტვიტერზე" დაწერა , რომ "ბევრი ნიშანი" მიუთითებდა, თავდამსხმელის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე.

ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაჭრილია 20-მდე ადამიანი და სავარაუდოდ, არის მსხვერპლიც. მათივე კადრებში ჩანს, როგორ გამორბოდნენ ბავშვები პოლიციით გარშემორტყმული შენობიდან.

ოფიციალური მონაცემებით, ამ სკოლაში 3 ათასზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ ყოველდღიური ბრიფინგი გააუქმა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მისთვის ცნობილია ინციდენტის შესახებ და ის პირადად ესაუბრა გუბერნატორ რიკ სკოტს. პრეზიდენტმა თანაგრძნობა გამოუცხადა ყველა დაშავებულს და მათ ოჯახებს.

"თანავუგრძნობ ამ საშინელი სროლის მსხვერპლთა ოჯახებს. არც ერთი ბავშვი, მასწავლებელი და არავინ უნდა გრძნობდეს თავს დაუცველად ამერიკულ სკოლებში", დაწერა პრეზიდენტმა.