თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა. ძლიერ შტორმსა და დატბორვას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, მეზღვაური, რომელიც ჩაძირულ გემზე იმყოფებოდა. დაკარგულად მიიჩნევა ეკიპაჟის 9 წევრი.
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი "კაფკამეტლერი" კვირას სტამბოლიდან, დაახლოებით, 200 კმ-ის დაშორებით, ქალაქ ერეგლისთან ჩაიძირა. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადის ურალოღლუ ამბობს, რომ გემი იზმირის პორტისკენ მიემართებოდა და ის ჩაძირვამდე ტალღებისგან ნაპირის დამცავ კედელს რამდენჯერმე შეეჯახა.
სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათით რთული კლიმატური პირობების გამო შეფერხდა. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, მაშველებმა გემის მზარეულის ცხედარი აღმოაჩინეს.
შტორმმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვვერპლა ქალაქ ერეგლიში. 5 ადამიანი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში, დიარკბაკირსა და ბარმანში. დაშავებულია 50-მდე ადამიანია. დაიმსხვრა კიდევ ერთი გემი, რომელიც კამერუნის დროშით გადააადგილდებოდა, თუმცა ეკიპაჟის 13-ივვე წევრის გადარჩენა მოხერხდა.
დატბორვის საშიშროების გამო მოხდა პატიმრების ევაკუაციაც ერეგლის საპატიმროდან სხვა დაწესებულებებში.
უამინდობას ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცლე მეზობელ ბულგარეთშიც. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული შავი ზღვის საპორტო ქალაქ ვარნაში. ძლიერმა წვიმამ და თოვლმა ელექტროენერგიის მიწოდებაც შეაფერხა.