რუსეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე მზად აქვს და რომ შედეგს 2 თვეზე ნაკლებ დროში ადამიანებზე გამოცდის საფუძველზე მიაღწიეს. თუმცა, ამ განცხადებამ მეცნიერები მსოფლიოს მასშტაბით შეაშფოთა, ერთის მხრივ დროის ასეთ მოკლე პერიოდში მისი შემუშავების და მეორეს მხრივ იმის გამოც, რომ არ არსებობს ვაქცინის გამოცდის სრული მონაცემები. მათ მიაჩნიათ, რომ სრული მონაცემების გაცნობის გარეშე, ძალიან ძნელია ამ ვაქცინის ნდობა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გლობალურ რბოლაში რუსეთი ცდილობს პირველი იყოს. თუმცა, ახლა ქვეყანამ ვაქცინის ფართომასშტაბიანი გამოცდა უნდა ჩაატაროს, რათა არსებობდეს რეალური მონაცემები იმის დასამტკიცებლად, რომ ის მართლაც ეფექტურად მოქმედებს. იმუნოლოგებისა და ინფექციონისტების აზრით, ახლა, ეს იქნება „წინდაუხედავი“ ნაბიჯი.
ასევე ნახეთ: პუტინი ამბობს, რომ კოვიდ19-ის ვაქცინა რუსეთმა უკვე შექმნავარვიკის ბიზნეს სკოლის მედიკამენტების სპეციალისტი აიფერ ალი ამბობს, რომ ვაქცინის ასეთი სწრაფი შემუშავება ნიშნავს იმას, რომ ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები, დიდი ალბათობით, არაა შესწავლილი. ასეთი გვერდითი ეფექტები, შეიძლება იყოს ცოტა, თუმცა ძალიან სერიოზული, ამბობს ექსპერტი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ვაქცინა მოსკოვში, გამალეიას სახელობის უმუნოლოგიის ინსტიტუტში შექმნეს და ის უსაფრთხოა. მეტიც, პუტინმა თქვა, რომ ვაქცინა მის ქალიშვილსაც გაუკეთეს.
ასევე ნახეთ: ამერიკამ კოვიდ-19-ის ვაქცინის ფასი განსაზღვრა„ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს და ვიმეორებ, მან [ვაქცინამ] ყველა საჭირო შემოწმება გაიარა“, თქვა პუტინმა.
ფრანსუა ბალუქსი, ექსპერტი ლონდონის გენეტიკის ინსტიტუტში ამბობს, რომ ეს არის „უგუნური და სულელური გადაწყვეტილება“.
„მასობრივი აცრები ვაქცინით, რომელსაც საკმარისი ტესტირება არ გაუვლია, არის არაეთიკური“, ამბობს ის. „ნებისმიერი პრობლემა, რომელიც რუსულ ვაქცინას შეექმნება იქნება კატასტროფა ორი მიმართულებით: ხალხის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენა და მომავალში, ვაქცინებისადმი მიმღებლობის ნაკლებობა საზოგადოებაში“, თქვა ბრიტანელმა ექსპერტმა.
ასევე ნახეთ: რუსეთის მხრიდან ვაქცინის შექმნაში პირველობისთვის შეჯიბრი დასავლეთში ნდობას არ იწვევსამ აზრს ეთანხმება იმუნოლოგი და პროფესორი „ლონდონის იმპერიული კოლეჯიდან“ დენი ალტმანი. ის ამბობს, რომ ნებისმიერი ვაქცინის მასობრივი გამოცდა არის უდიდესი ზიანის მომტანი იმ შემთხვევაში, თუ მისი უსაფრთხოობისა და ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
სანამ რუსეთი გამარჯვებას ზეიმობს და ამბობს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად აქვს, სხვა ქვეყნებიც არ აჩერებენ ვაქცინაზე მუშაობას. თითოეული მათგანი ფართომასშტაბიან ცდებს ატარებს ადამიანებზე და ათობით ათასი მოხალისე მონაწილე ჰყავს.
რამდენიმე მათგანი, მათ შორის „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, ამბობენ, რომ წლის ბოლოს ეცოდინებათ არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური.
ასევე ნახეთ: ვაქცინის გამოცდაში ორსული ქალები ჯერჯერობით არ დაიშვებიანყველა მათგანს მოუწევს, რომ გამოცდების შედეგები და ყველა მონაცემი გამოაქვეყნოს და მარეგულირებლებს ჩააბაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ამ ვაქცინის აპრობაციის სურვილი ექნებათ. მხოლოდ ამ მონაცემების შესწავლისა და ვაქცინის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა რომელიმე ვაქცინა ლიცენზიას.
რუსულმა ვაქცინამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხმობა მანამდე მიიღო, ვიდრე ის ათასობით ადამიანზე გამოიცდებოდა, როგორც წესი, ამას მესამე ფაზა ჰქვია და უმნიშვნელოვანესი ეტაპია ვაქცინის გამოცდაში. მესამე ფაზის გავლის გარეშე ვაქცინა ლიცენზიას ვერ იღებს.
ასევე ნახეთ: მოსახლეობის 46% თქმით, არ აიცრებოდა კოვიდ-19-ის ვაქცინა რომ არსებობდესპიტერ კრემსნერი, გერმანელი ექსპერტია, რომელიც ვაქცინების კლინიკურ გამოცდებზე მუშაობს. ის ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს იყო „უგუნური“ ნაბიჯი.
„როგორც წესი, საჭიროა ხალხის დიდი რაოდენობა, რათა ტესტირება ჩატარდეს, სანამ ვაქცინას მიიღებ. ვფიქრობ უგუნურებაა ეს გააკეთო, თუ უამრავ ადამიანზე ის უკვე გამოცდილი არაა“, ამბობს ექსპერტი.
ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ვაქცინა, არის თუ არა ის უსაფრთხო, როგორია იმუნური სისტემის პასუხი მასზე და შეუძლია თუ არა ამ ვაქცინას კოვიდ 19-ის ინფექციის პრევენცია. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ხალხი, ფაქტბრივად, სიბნელეში არიან, ამბობენ მეცნიერები.