ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის 5 ადამიანს მკვლელობა, ხოლო 3 ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა საუდის არაბეთის სასამართლომ.
პროკურორის თქმით, სიკვდილით დასჯა მათ მიუსაჯეს, ვინც უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ხაშოგის მკვლელობაში. დანარჩენ სამს ბრალი დანაშაულის დაფარვაში ედება.
გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის მთავრობას, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს
საუდის არაბეთი თავიდან უარყოფდა იმას, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჟურნალისტმა საკონსულო დატოვა. ასევე უარყოფდნენ, რომ საუდის არაბეთის პრინცს რაიმე ტიპის კავშირი ჰქონდა ამ მკვლელობასთან.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ამტკიცებს საუდელი მონარქის კავშირს ჟურნალისტის მკვლელობასთან. იგივე დაადასტურა ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა. ისინი თვლიან, რომ ჟურნალისტის მკვლელობა სწორედ პრინცმა დაუკვეთა.