ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს სპეციალურ ანგარიშში საუდის არაბეთის პრინცის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ


საუდის არაბეთის პრინცის მოჰამედ ბინ სალმანისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით- განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამომძიებელმა. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, პრინცის წინააღმდეგ, რაც გამოძიებას საჭიროებს.

6-თვიანი გამოძიების შემდეგ, გაერომ სპეციალური, 100 გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა. "სპეციალური მომხსენებლის დასკვნაა, რომ ხაშოგი გახდა "გამიზნული, წინასწარ დაგეგმილი სიკვდილით დასჯის მსხვერპლი,“ ნათქვამია ანგარიშში.

ჟურნალისტი ხაშოგი სტამბოლში, თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG