საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ხუთშაბათს ქვეყანაში ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე 11 ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე წარდგა.
"ვაშინგტონ პოსტის" სვეტების ავტორი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, პრინც მუჰამედის აქტიური კრიტიკოსი, 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საკონსულოში მოკლეს.
საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ პროკურატურამ "შესაბამისი სასჯელი" მოითოხვა ბრალდებულთათვის. მათ შორის სიკვდილით დასჯა ამ საქმის 5 მონაწილის მიმართ.
პროკურატურამ თავდაპირველად ნოემბერში განაცხადა, რომ გეგმავდნენ სიკვდილით დასჯა მოეთხოვათ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალად მკლელობის შეკვეთა და განხორციელება ედებათ. ეჭვმიტანილთა სახელები და გვარები საჯაროდ ცნობილი არ არის.
საუდის არაბეთის საგამოძიებო უწყებები აცხადებენ, რომ პროცესი გრძელდება და მათ თურქული მხარისგანაც მოითხოვეს ყველა იმ დოკუმენტის და მასალის გადაცემა, რაც მკვლელობასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს, თუმცა მათი თქმით, თურქულ მხარეს მასალები ჯერ არ მიუწოდებია. მეორე მხრივ, კი თურქეთი ითხოვს, რომ დამნაშავეები თურქეთში გასამართლდნენ, რადგან დანაშაული სწორედ იქ მოხდა და თავად საუდის არაბეთს ადანაშაულებს იმაში, რომ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.