ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"თაიმმა" ჟურნალისტებს "წლის ადამიანის" წოდება მიანიჭა


მოკლული ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ჟურნალ "თაიმმა" იმ ჟურნალისტებს შორის დაასახელა, ვინც "წლის ადამიანის" წოდება მიიღო. საუდის არაბეთიდან ამერიკაში იმიგრირებული დისიდენტი ჟურნალიტი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

"თაიმი" ყოველ წელს ასახელებს ადამიანს, ან ჯგუფს, ვინც ახალ ამბებზე და მსოფლიო მოვლენებზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. წელს ჟურნალმა „წლის ადამიანის“ წოდება მოკლულ ან დაპატიმრებულ ჟურნალისტებს მიანიჭა. გამოცემა „სიმართლისთვის ომს“ მიეძღვნა და იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც დიდი რისკის ფასად უწევთ პროფესიული საქმიანობის შესრულება.

ჟურნალი ოთხი განსხვავებული ყდით გამოვიდა. მასზე დატანილია იმ ჟურნალისტების ფოტოები, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო, სხვადასხვა ქვეყნებში დევნის, ან ძალადობის სამიზნე აღმოჩნდნენ.

ჯამალ ხაშოგისთან ერთად, ჩამონათვალში არიან ანაპოლისის „კაპიტალ გაზეტეს“ ამერიკელი ჟურნალისტებიც, რომლებიც გამოცემის რედაქციაში 28 ივლისს შეარაღებული პირის თავდასხმას შეეწირნენ. "წლის ადამიანის" წოდება ასევე ერგო ფილიპინელ ჟურნალისტს მარია რესას და გამოცემას „რაპლერს“, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტის როდრიგო დუტერტერს წინააღმდეგ კრიტიკული სტატიები გამოქვეყნდა, რის შემდეგაც რესა რეჟიმის სამიზნე გახდა.

ჯგუფშია ასევე ორი მიანმარელი ჟურნალისტიც, ვა ლოუნი და კიავ სო ოსი, რომლებიც შვიდი წლით პასუხისგებაში გადასცეს. მათი გასამართლება იმიტომ მოხდა, რომ ჟურნალისტებმა მიანმარის შეარაღებული ძალების მიერ 10 როჰინგის მკვლელობის თაობაზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG