რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა შესწორებები, რომლებიც სხვა ცვლილებებთან ერთად, ვლადიმირ პუტინს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ეროვნულ კენჭისყრაზე გამოტანა აპრილში იგეგმება.
პუტინმა იანვარში რუსული პოლიტიკის და კონსტიტუციის დიდი ცვლილებები მოახდინა, რაც კრემლმა აღწერა, როგორც პრეზიდენტის ძალაუფლების პარლამენტისთვის გადანაწილება.
გასულ კვირაში პუტინი, რომელიც ახლა პრეზიდენტის თანამდებობაზე მეოთხე ვადით იმყოფება და ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი იყო, სახელმწიფო დუმაში გამოვიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ახალ ცვლილებას. ეს საკანონმდებლო ცვლილება მას საშუალებას მისცემს უგულვებელყოფა გაუკეთოს ამჟამად მოქმედ კონსტიტუციურ აკრძალვას, რომელიც მას საპრეზიდენტო ვადის დამთავების შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.
ადრე არსებული წესები მას უწყვეტად, რიგით მესამე მანდატისთვის ბრძოლას უკრძალავდა, მაგრამ საკონსტიტუციო შესწორების პირობების ცვლილება იმას ნიშნავს, რომ 2024 წელს მას მეხუთედ შეეძლება პრეზიდენტობისთვის ბრძოლა და სავარაუდოდ, ეს 2030 წელს, მეექვსე ვადისთვისაც შეიძლება მოხდეს.