ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მუდმივი მმართველი“ - პუტინი 2036 წლამდე რუსეთის პრეზიდენტობას გეგმავს


რუსეთის პარლამენტი „დუმა“ მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ საკანონსიტუციო ცვლილებებს, რომელიც სხვა ბევრ ცვლილებასთან ერთად, მოქმედ პრეზიდენტს მოუხნის წარსულში პრეზიდენტობის წლებს, რომლის მიხედვითაც მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ შეუძლია.

ახალი ცვლილებების მიხედვით, პუტინს ექნება საშუალება 2036 წლამდე იყოს რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები რუსეთის „დუმამ“ მეორე მოსმენით, 382 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტკიცა, რუსეთის კომუნისტური პარტიის 44 კაციანმა ფრაქციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის „დუმაში“ მესამე მოსმენით 22 აპრილს უყრიან კენჭს. შესწორების კანონიერება უნდა დაადასტუროს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის პასუხის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

პუტინი პრეზიდენტად უკვე მეოთხედ არის არჩეული და მას მოქმედი კანონმდებლობით არ აქვს საშუალება კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG