ფიჯის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუნძულ სახელმწიფოს წყლებში მდგომ, რუსულ საკუთრებაში მყოფ სუპერიახტას აშშ ამოიღებს. ფიჯის სასამართლომ დაადგინა, რომ სუპერიახტის შენახვა, მის დაყადაღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის ფონზე, სახელმწიფოს ძვირი უჯდება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფი „KleptoCapture“ ორიენტირებულია რუსი ოლიგარქების იახტების და სხვა ძვირადღირებული აქტივების ჩამორთმევაზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის პასუხად.
ასევე ნახეთ: შეერთებულმა შტატებმა რუსული ელიტის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა18 დღიანი მოგზაურობის შემდეგ, 106 მეტრი სგირძის „ამადეა“ ფიჯიში 13 აპრილს, მექსიკიდან ჩავიდა. ფიჯის ხელისუფლებამ სუპერიახტის კონფისკაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის უმაღლესი ინსტაციის სასამართლომ, შეერთებული შტატების ორდერი მიიღო. ორდერის მიხედვით, სუპერიახტა სანქცირებულ რუს ოლიგარქთან, სულეიმან კემიროვთანაა დაკავშირებული.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ იახტის წლიური ხარჯი 25-დან, 30 მილიონ დოლარამდეა, თავად იახტის ფასი კი 300 მილიონი დოლარია. იახტის ჩამორთმევის შემდეგ, ხარჯებს შეერთებული შტატები გადაიხდის.
ფიჯის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ითხოვს, იახტამ „ფიჯის წყლებიდან გაცუროს“, რადგან მისი შენახვა „ფიჯის მთავრობას ძვირად დაუჯდა.“
გემი „შეცურდა ფიჯის წყლებში ყოველგვარი ნებართვის გარეშე და, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების დევნის თავიდან აცილების მიზნით“ - აცხადებს ფიჯის სასამართლო.
შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ კერიმოვი ბენეფიციურად ფლობს „Amadea“-ს, თუმცა დაცვის ხაზის წარმომადგენლებმა ეს უარყვეს და სასამართლოს განუცხადეს, რომ იგი ეკუთვნოდა სხვა რუს ოლიგარქს, ედუარდ ხუდაინატოვს, რუსული ენერგეტიკული გიგანტის „Rosneft“-ის ყოფილ ხელმძღვანელს, რომელსაც სანქციები არ დაწესებია.
ასევე ნახეთ: რუსეთში მანქანების გაყიდვა 83.5%-ით შემცირდაგასულ თვეში იტალიაში პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ძვირადღირებული იახტა, რომელიც ხუდაინატოვს ეკუთვნოდა. მისი ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი დოლარია.