რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას დამოუკიდებლად სუნთქვა შეუძლია. ასევე, მან შეძლო საავადმყოფოს საწოლიდან წამოდგომა. ინფორმაცია ნავალნის მკურნალმა ექიმებმა გერმანიიიდან გაავრცელეს.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში მიმართვა, თავად ნავალნიმაც გაავრცელა. მან საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს შემდეგი მიმართვა დაურთო თან: "გამარჯობა, მე ვარ ნავალნი. მენატრებით. ჯერ კიდევ, თითქმის, არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელ დღეს დამოუკიდებლად ვსუნთქავდი. სულ მარტო. არავითარი დახმარება არ გამომიყენებია, ყელშიც არაფერი ჩაუდგამთ. ძალიან მომეწონა. ეს ყველასგან დაუფასებელი, სასწაული პროცესია. რეკომენდაციას ვუწევ", წერია ნავალნის ინსტაგრამ გვერდზე.
გერმანიამ ცოტა ხნის წინა გამოაცხადა, რომ საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმაც დაადასტურეს, რომ ნავალნი "ნავიჩოკითაა" მოწამლული.
ასევე ნახეთ: „შეწყვიტეთ დასკვნების კრიტიკა,“- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მიმართავს44 წლის ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გონების დაკარგვიდან 2 დღის შემდეგ გადაიყვანეს. ოპოზიციონერის მოწამვლის საქმის გამოძიებას სთხოვს გერმანია რუსეთს. თუმცა, კრემლში გერმანიის განცხადებები შეურაცხყოფად მიიღეს და როგორც ჩანს, არც გამოძიების დაწყებას ჩქარობენ.
ასევე ნახეთ: ლავროვი გერმანიის "აბსოლუტურად მიუღებელი ტონით" უკმაყოფილოამართალია, ნავალნი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა, ექიმები ჯერ ვერ აკეთებენ პროგნოზს იმაზე, თუ რა გავლენა ექნება მის ჯანმრთელობაზე მომავალში "ნავიჩოკით" მოწამვლას. მედიკოსები შიშობენ, რომ ნალავნის დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს მოწამვლით გამოწვეულ გვერდით ეფექტებთან გამკლავება.