დაკარგული თვითმფრინავის აღმოჩენა ვერ ხერხდება

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას მოსაზღვრე მთიან რეგიონში, უამინდობის გამო ფერხდება დაკარგული რუსული თვითმფრინავის საძიებო სამუშაოები. ლაინერი რადარებიდან ოთხშაბათს გაქრა. მის ბორტზე 50 ადამიანი იმყოფებოდა.
ინდონეზიის ოფიციალური პირების განცხადებით, რეაქტიული თვითმფრინავი "სუხოი" შუა დღისთვის ჯერ კიდევ აღმოჩენილი არ იყო. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი მარშალ დერიატმო აცხადებს, ინდონეზიელ მაშველებთან ერთად რუსი სპეციალისტებიც იმუშავებენ. ძიება ოთხშაბათს დაიწყება იმ ადგილიდან, სადაც ლაინერთან უკანსაკნელი კონტაქტი იყო. მისივე განცხადებით, თუ ხუთშაბათამდე ვერ მოხერხდება თვითმფრინავის აღმოჩენა, ძიების პროცესში სამი ვერტმფრენი ჩაერთვება.