ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული თვითმფრინავი გაუჩინარდა


რუსული თვითმფრინავი, რომელზეც 46 ადამიანი იმყოფებოდა ინდონეზიის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა.

სუხოის სუპერჯეტი-100 ტიპის ლაინერი დღეს შუადღისას რადარებიდან გაუჩინარდა ჯაკარტის სამხრეთ რაიონში.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით 100 ადგილიანი რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მეორე სადემონსტრაციო ფრენას ანხორციელებდა, როდესაც ჯაკარტას მთაგორიანი რაიონის მიდამოებში რადარებიდან გაქრა.

ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით ლაინერის ბორტზე 46 საპატიო სტუმარი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ეკიპაჟთან კონტაქტი მაშინ გაწყდა, როდესაც ის 3000 მეტრის სიმაღლიდან მოულოდნელად 1800 მეტრის სიმაღლეზე ჩამოვიდა.

XS
SM
MD
LG