ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ავიალაინერი აღმოაჩინეს


ინდონეზიელმა მაშველებმა, ჯაკარტას სამხრეთით უმოქმედო ვულკანის მახლობლად, რუსული ლაინერის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანთა ცხედრები აღმოაჩინეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ლაინერის ბორტზე მყოფი 50 მგზავრიდან სავარაუდოდ ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

ინდონეზიის პრეზიდენტის სუსიო ბამბანგი უიდონოს განცახდებით ის სამაშველო ჯგუფთან პირდაპირ კონტაქტშია და ვითარებას თავადვე აკონტროლებს. მისი თქმით:

„თვითმრინავი სალაკის მთის მახლობლად ჩამოვარდა. მე პირადად ვესაუბრე ჩვენი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს. მომხდარ კატასტროფაზე გამოძიება დაუყონებლივ და დროულად უნდა დაიწყოს.“

XS
SM
MD
LG