რუსული მექანიზებული ძალები, რომლებიც უკრაინაში ბელორუსის გავლით შევიდნენ, კიევიდან დაახლოებით 20 მილის (32 კილომეტრის) დაშორებით იყვნენ განლაგებული. ეს ინფორმაცია ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა კონგრესმენებს ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდეს. ორი წყაროს ცნობით, ზარი ამ ინფორმაციის გადასაცემად, ამერიკის დროით, დაახლოებით 18:30 საათზე განხორციელდა.
ოფიციალური პირები აღწერენ, რომ კიდევ ერთი რუსული დანაყოფი, რომელიც რუსეთიდან შევიდა უკრაინაში, შედარებით უფრო შორს იყო, მაგრამ ორივე მათგანი კიევისკენ გაემართა. ამერიკელების ინფორმაციით, ისინი ქალაქის ალყაში მოქცევისა და უკრაინის მთავრობის პოტენციურად დამხობის მიზნით მიემართებიან უკრაინის დედაქალისკენ.
ასევე ნახეთ: ბროუდერი: "პუტინის წარმატება ჩვენი ცხოვრების მიმართულებასაც შეცვლის"უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, ასევე ადგილზე მყოფი უცხოური მედიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კიევში აფეთქებების ხმა ისმის და დედაქალაქი ცეცხლის ქვეშაა.
რამდენიმე საათის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ კიევში უკვე შევიდნენ რუსული დივერსიული ძალები. ქვეყნის პირველი პირის თქმით, რუსების ნომერ პირველი და მეორე სამიზნე ის და მისი ოჯახი არიან.