რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით, იერიში მიიტანა. არსებული ინფორმაციით დაღუპულია ხუთი ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით თავდასხმის დროს დაზიანდა სამრეწველო ობიექტიც.
გამთენიისას, ლანცენტის ტიპის დრონი შეეჯახა საცხოვრებელ კორპუსს სუმის რეგიონში. აფეთქების შედეგად დედა, მისი ორი ვაჟი და კიდევ ორი ნათესავი, ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაცია დაღუპულების შესახებ უკრაინის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამში“ გაავრცელა.
იერიშებისთვის რუსეთმა ტრადიციულად გამოიყენა, ირანული წარმოების შაჰედის დრონებიც. უკრაინელი სამხედროების ცნობით რუსეთის მიერ გაშვებული 23 დრონის განადგურება წარმატებით შეძლეს.
იერიში განხორციელდა კრემენჩუკშიც, სადაც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. უცნობია, ეს რუსული დრონის პირდაპირი შეტევის შედეგი იყო, თუ შენობას უკრაინელების მიერ განადგურებული დრონის ნამსხვრევები დაეცა.