ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონელი ფერმერების პროტესტის ესკალაცია - გზებზე გაბნეული უკრაინული მარცვლეული


კიევი ევროკომისიას მიმართავს და პოლონელი ფერმერების პროტესტთან დაკავშირებით ზომების მიღებას სთხოვს. ურთიერთობა ორ მეზობელს შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც პოლონელმა დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვასთან ერთად, უკრაინული ტრაილერებიდან მარცვლეული გადმოყარეს.

საზღვრის თითქმის სრულ ჩაკეტვასთან და პროტესტთან ერთად, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესკალაცია იყო, რაც ამ დრომდე სატვირთოებისთვის გზების ბლოკადის ფარგლებში მომხდარა.

სატელევიზიო ეთერით გადაცემულ კადრებში ჩანს, რომ მედიკას გამშვებ პუნქტთან, როგორ აბნევენ მარცვლეულს სატვირთოებიდან.

"უკრაინული მარცვლეულის გაბნება კიდევ ერთი პოლიტიკური პროვოკაციაა, რომლის მიზანიც ჩვენი ორი ქვეყნის დაპირისპირებაა", - თქვა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა "X"-ზე.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ამბობს, რომ კიევმა ევროკომისიას ამ ფაქტის შესახებ აცნობა და მისგან პასუხს ელის. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი თქვა, რომ უშუალოდ ეს მარცვლეული გერმანიისკენ მიემართებოდა და პოლონეთის ბაზარზე საერთოდ არ უნდა მოხვედროდა.

XS
SM
MD
LG