რუსეთის სასამართლომ ამერიკელი სამხედრო გორდონ ბლეკი პატიმრობაში დატოვა და არ გაითვალისწინა სარჩელი, რომლითაც ბლეკი და მისი ადვოკატები რუსეთის სასამართლოს მიერ, ივნისში გამოტანილ განაჩენს ასაჩინვრებდნენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბლეკი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 წლის ვადით დარჩება.
საგამოძიებო ორგანო ამერიკელ სამხედროს შეყვალებულისგან 113 ამერიკული დოლარის მოპარვასა და სიცოცხლის მოსპობით მუქარაში სდებს ბრალდს. ამერიკის 34 წლის მოქალაქე, ვლადივოსტოკში, შეყვარებულთან, ალექსანდრა ვაშჩუკთან კამათის შემდეგ დააკავეს.
პატიმრობაში მყოფი ამერიკელი სამხედრო თავს სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილში სრულად უდანაშაულოდ გრძნობს, თუმცა ნაწილობრივ აღიარებს ფულის აღებას და ამას აუცილებლობით ხსნის.
გორდონ ბლეკის ადვოკეტები ამბობენ, რომ სასამართლო განაჩენი არ ეყრდნობა საქმის მასალებს და უარყოფს ბლეკის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
ბლეკი არ არის ერთადერთი ამერიკის მოქალაქე, რომელიც ამ დრომდე რუსეთის ციხეში იმყოფება. გასულ კვირას, ამერიკისა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეს, ქსენია კარელინას 12 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას რუსეთის საგამოძიებო ორგანოები სახელმწიფოს ღალატში სდებენ ბრალს, რადგან მან უკრაინის საქველმოქმედო ფონდს 51.07 ამერიკული დოლარი შესწირა.