ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა კლუნის ფონდი "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადა


მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, უფლებადამცველი ამალ კლუნი.
მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, უფლებადამცველი ამალ კლუნი.

რუსმა პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „კლუნის ფონდი სამართლიანობისთცვის“, „არასასურველ“ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს. მათი განცხადებით, ორგანიზაცია, „ჰოლივუდის მასშტაბით“, რუსეთის დისკრედიტაციაზე მუშაობს.

ფონდი მსახიობ ჯორჯ კლუნისა და მისი მეუღლის, უფლებადამცველ ამალ კლუნის მიერაა დაფუძნებული.

„არასასურველის“ სტატუსი, რუსეთმა ათობით უცხოურ ორგანიზაციას მიანიჭა. ამ კლასიფიკაციის გამოყენება, მოსკოვმა 2015 წელს დაიწყო და მისი მინიჭებით, რუსეთში ამ ორგანიზაციებს ფაქტობრივად, კრძალავს.

"ფონდი ახორციელებს მუშაობას ჰოლივუდის მასშტაბით, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის დისკრედიტაციას", - ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ, „ტელეგრამზე“ გავრცელებულ განცხადებაში. უწყებას, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა ასევე აცხადებს, რომ კლუნის ფონდი, აქტიურად უჭერს მხარს, რუსეთიდან წასულ „ცრუ პატრიოტებს“.

კლუნის ფონდს, კომენტარისთვის საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ მიმართა. ორგანიზაციას, ამ დრომდე, მომდარზე არ უპასუხია.

არასამთავრობო და არაკომრეციულ ორგანიზაციებთან ერთად, რუსეთის „არასასურველ“ ორგანიზაციათა სიაში ასევე შეყვანილია მედია გამოცემები, პოლიტიკური, კულტურული და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც მოსკოვი რუსეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG