ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები ჰარისისთვის საპრეზიდენტო ნომინაციის გადასაცემად ემზადებიან


დღეს, 19 აგვისტოს, შეერთებულ შტატებში დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა, ე.წ. კონვენცია გაიხსნება. მასშტაბური შეკრება, რომელიც ორშაბათს, ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში გიხსნება, ოთხი დღე გაგრძელდება. მასზე, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებენ.

მართალია, ჰარისი საარჩევნო მარათონში მოგვიანებით ჩაერთო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარი თქვა პარტიის ნომინაციაზე, მაგრამ მან შეძლო დემოკრატების შემოკრება და მათი მტკიცე მხარდაჭერის მოპოვება.

დებატებზე არადამაკმაყოფილებელი გამოსვლის შემდეგ, სადაც 81 წლის ბაიდენის ოპონენტი ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იყო, ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეეწყვიტა მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა და გზა 59 წლის მემკვიდრისთვის, კამალა ჰარისისთვის დაეთმო.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ბაიდენი ყრილობაზე შეკრებილ, დაახლოებით, 4 000 დელეგატს, მისი გახსნის პირველივე დღეს მიმართავს. მეორე დღეს კონვენციაზე გამოვა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მესამე დღეს კი - ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი.

ხუთშაბათს, დასკვნით საღამოს, პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის ოფიციალურად მიღების შემდეგ, დემოკრატებს თავად ჰარისი მიმართავს. თვის დასაწყისში მან და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა, ელექტრონული კენჭისყრის საფუძველზე, პარტიის დელეგატთა ნომინაცია უკვე მიიღეს.

გამოკითხვები ამ ეტაპზე აჩვენებს, რომ ბაიდენმა, საპრეზიდენტო მარათონის დატოვებასთან დაკავშირებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დემოკრატების რეიტინგები ჰარისის დასახელებიდან პირველივე კვირებში გამოსწორდა. ის რამდენიმე გადამწყვეტ შტატში, სადაც უწინ ტრამპი ლიდერობდა, ახლა დაწინაურდა კიდეც.

წინასაარჩევნო რეიტინგები აშშ-ში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:23 0:00

არჩევის შემთხვევაში, კამალა ჰარისი ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. ის ასევე იქნება ქვეყნის ისტორიაში პირველი ინდური წარმოშობის პრეზიდენტი და ბარაკ ობამას შემდეგ, შეერთებული შტატების მეორე შავკანიანი პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG