საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოდესაზე მიტანილ თავდასხმაში რუსეთმა 20 უპილოტო საფრენი აპარატი და 5 რაკეტა გამოიყენა.
დაღუპულთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, მეორე კი დაცვის თანამშრომელი. ორივე რუსეთის საჰაერო იერიშების დროს ოდესის პორტში იმყოფებოდა.
ოდესის გუბერნატორის განცხადებით დაშავებულია მეზღვაურიც, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ზიანს, გუბერნატორ ოლეჰ კიპერის თქმით, დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურა, საწყობები, ერთი სამოქალაქო დანიშნულების გემი და სატვირთო ავტომობილები.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: "ამერიკელთა ორპარტიულ უმრავლესობას ესმის, რომ ნატო აშშ-ს უფრო უსაფრთხოს ხდის"შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, რუსული ჯარი ოდესის პორტს, რომელიც მარცვლეულის უკრაინიდან ექსპორტის მთავარი საკვანძო წერტილია, გამუდმებით ბომბავს. მოსკოვი ქალაქისა და მისი პორტის დასაბომბად, შორი რადიუსის რაკეტებს იყენებს და ცდილობს ხელი შეუშალოს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს, რომელსაც კიევი ალტერნატიული მარშრუტით, რუსეთისგან დამოუკიდებლად ახდენს.
რუსეთმა იერიშები მიიტანა რივნეს ჩრდილოეთ-დასავლეთ რეგიონზეც, სადაც საჰაერო თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა. იერიშების დროს ენერგოობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა როგორც გუბერნატორი ალექსანდრე კოვალი ამბობს, ცეცხლი ლოკალიზებულია და იქ არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. თავდასხმის შედეგად უკრაინის რამდენიმე რეგიონს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდა. ვინაიდან ზიანი მასშტაბური არ იყო, დაზიანების აღდგენა მალევე მოხდა.
ასევე ნახეთ: ამერიკელი კონგრესმენები, კიევში საავადმყოფოზე თავდასხმას გმობენუკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით ხდება, რადგან ოფიციალური კიევის თქმით, რუსეთის გამუდმებულმა შეტევებმა ქვეყნის ენერგოობიექტებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ამ ბოლო იერიშების გამო გრაფიკში ცვლილებების შეტანა აუცილებელი არ გამხდარა.
უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, რომ 20 უპილოტო საფრენი აპარატიდან მათ 14 ჩამოაგდეს, ხოლო 5 რაკეტიდან სამის განადგურება შეძლეს.